პსჟ-ს შემტევი ბრედლი ბარკოლა მარჯვენა კოჭ-წვივზე ოპერაციას გადაურჩა, – იტყობინება RMC Sport-ი.
გამოცემის ცნობით, ბარკოლას აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
მუხლის ტრავმა მოირჩინა ფაბიან რუისმა და დაბრუნებასთან ახლოსაა. მწყობრში ჩადგა „ნიცასთან“ მატჩში ტრავმირებული სენი მეილიუ.
მწვრთნელი ლუის ენრიკე არ გარისკავს და ბარკოლას და ფაბიან რუისს „ლივერპულთან“ პირველ შეხვედრაში არ ათამაშებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.