პსჟ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, ფენომენალური და დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს. ლუის ენრიკეს გუნდი ყოველკვირეულად უკეთესი ხდება. მორიგი მატჩი სტუმრად, “მუნიციპალზე”(33 150), “ტულუზასთანაა”, შაბათის საღამოს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), 15 თებერვალს.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (იქ ბარსელონა ან ლივერპული) თამაში თითქმის გაინაღდა, თასზე სუსტი მოწინააღმდეგე ელის, ჩემპიონატში კი 22-ე ტურამდე 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. შაბათს, 20:00 საათზე, უახლოესი კონკურენტი “მარსელი” ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ კვირას, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” “მონპელიეს” ესტუმრება.
“ტულუზა” ის გუნდია, რომელმაც შიდა ასპარეზზე პსჟ უკანასკნელად (3:1), თანაც გასვლაზე დაამარცხა. ეს გასული სეზონის 33-ე ტურში მოხდა. არადა, პირველად მბაპემ გაიტანა. იმ შეხვედრაში გოლის ავტორი დალინგა ახლა “ბოლონიაშია”; კაპო ვერდელმა კოსტამ ტულუზელებიდან ესპანეთში, “ვილიარეალში” გადაინაცვლა…
ლუის ენრიკეს გუნდი ფრანგულ რეკორდებს ხომ არ იმჩნევს და შიდა ასპარეზზე 34 გასვლითი შეხვედრა დაუმარცხებლად ის იქნება, რაც 90-იანი წლების ლეგენდარულ “მილანს” ჰქონდა. ამის შანსი ახლავე არსებობს.
“ტულუზა” ცუდ ფორმაშია, ვერც ჩემპიონატში იგებს და თასიდანაც გავარდა. ესპანელი კარლეს მარტინესის გუნდი ინტერნაციონალურადაა დაკომოლექტებული. აქ შეხვდებით ფრანგსაც, ნორვეგიელსაც, ვენესუელელსაც, აშშ-ს წარმომადგენელსაც, მაროკოელსაც და გაბონელსაც…
ლუის ენრიკესგან მორიგ როტაციას ველით. მაგალითად, დაცვაში ბრაზილიელმა ბერალდომ (მარკინიოსი დაისვენებს) უნდა ითამაშოს, რომელიც ბოლოს მხოლოდ თასზე ვნახეთ; ლიმ რუისი უნდა ჩაანაცვლოს; რაც შეეხება შეტევას, სასტარტოში ამჯერად ბარკოლა არ იქნება და ხვიჩა კვარაცხელია დაიწყებს. ცენტრფორვარდად რამოშს ვნახავთ, დემბელე კი მარჯვნივ გადაინაცვლებს.
მატჩის მთავარი მსაჯი დელაჯოდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს 5 იანვარს, სუპერთასზე მოემსახურა.
რასაც ახლა ვუყურებთ კვარა ჩაკარგვის საფრთხეშია,გასაგებია რომ ჯერ დიდი ხანი არ არის რაც გადავიდა მაგრამ უნდა იფრინოს რომ სულ ბრწყინავდეს და ბოლომდე ანდონ თამაში და რაც მთავარია თამაშში ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ბოლომდე მიიყვანოს.
ხვიჩას გარეშე უფრო უკეთეს ფეხბურთს თამაშობს პსჟ, არანაირი საჭიროება არ აქვთ ხვიჩას თამაშის, მაგრამ 75 მილიონი გადაიხადეს მფლობელის ახირების გამო და სკამზე ხომ არ დასვამენ, დღემდე ვერ მოიფიქრეს რა როლი უნდა მისცენ ამ აწყობილ გუნდში. და ხან სად ათამაშებენ და ხან სად.ახლა გამოხტებიან სექტანტები მაგრამ ხომ იცით გულის სიღრმეში რომ მართალი ვარ.
