პსჟ-ს გარემარბის ბრედლი ბარკოლას ტრავმა ნავარაუდევზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, – იტყობინება Topskills Sports UK-ი.
ბარკოლა “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის 59-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. მას მარჯვენა კოჭ-წვივის კუნთი აქვს დაჭიმული და ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი თვე გაუცდებოდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
ბარკოლას ოპერაციას ამ დღეებში გაუკეთებენ, ამ სეზონში ვერ ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.
ბრედლიმ მიმდინარე სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.