ბარიერის 2%-მდე დაწევის მოთხოვნით აქცია დაანონსდა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 2%-მდე დაწევის მოთხოვნით 2 დეკემბერს 20:00 საათზე აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით მოქალაქეები თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან:
„შაბათს, 2 დეკემბერს, 20:00-ზე შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქციის პირობებში, ყველა მსურველს შეგიძლიათ მოხვიდეთ და იქონიოთ ბანერი საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ შევახსენოთ რუსულ მთავრობას და საზოგადოებას 0, ბარიერის დაწევის პირობა, რომელიც პირველად 2019 წელს „გავრილოვის ღამეს“ მივიღეთ, ჯერ კიდევ არ შესრულებულა.
მორიგი პირობა მმართველმა პარტიამ ჯერ 2021 წლის მიშელის შეთანხმებით დადო, ხოლო 2022 წელს პირობა დადეს, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ, თუმცა ყველა ეს დაპირება შეუსრულებელი დარჩა“ — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, რომელიც ორგანიზატორიც სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“ და „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ