ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება – მერია

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს. ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე მთავრდება.
სამუშაოების შედეგად, 270 გრძივ მეტრ ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასფალტის ორი ფენა საფარი კი, 7 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 550 000 ლარი დაიხარჯება.
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.