ბარახა გადააყენეს – მამარდაშვილის “ვალენსიას” მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი იქნება?

“ვალენსიამ” წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი რუბენ ბარახა სამუშაოდან დაითხოვა, – ამის შესახებ ესპანური კლუბი საიტით იტყობინება.
“ვალენსიამ” ბარახას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან გუნდი 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა, კონტრაქტი კი 2026 წლის ზფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. სახელდება “ღამურების” მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურები, რომელთა შორის პრიორიტეტული კიკე სანჩეს ფლორესია. El Chiringuito-ს ცნობით, “ვალენსიას” მასთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. ის ამ გუნდს 2005-2007 წლებში ედგა სათავეში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში