ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ვალის სანაცვლოდ გიული ალასანიას უნივერსიტეტი ჩამოართვან

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვალის სანაცვლოდ მის დედას, გიული ალასანიას უნივერსიტეტი ჩამოართვან.

“ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია“ – ამბობს ბარამიძე გადაცემა “რეაქციაში“.

მისი თქმით, იბადება ეს ეჭვი, რადგან “რეჟიმი ყველაფრი ჩამონგრევით არის დაკავებული და ამას პუტინის დავალებით ახორციელებს.“

პარალელურად იბადება ეს ეჭვი. ვხედავთ, რომ ყველაფრის ჩამონგრევით არის დაკავებული ეს რეჟიმი, პუტინის გეგმის შესაბამისად და მისი დავალებით, მათ შორის განათლების სისტემის და მათ შორის საუნივერსიტეტო ქსელის, რომელიც შექმნილია საქართველოში და რომელსაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს. აბა, რისთვის მოიგონეს, ანტი რეფორმა და შემოიტანეს ლიმიტები, რომ გააკონტროლონ ის უნივერსიტეტები, რომლებშიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები თანამედროვე სტანდარტების განათლებას იღებენ. ერთ-ერთი სამიზნე ეს უნივერსიტეტიც არის,- განაცხადა ბარამიძემ. 

სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სახელმწიფოს უნდა აუნაზღაუროს იმ ხარჯების ღირებულება, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო დაფარული. საუბარია მათ შორის 6 პიჯაკის, ქაშმირის პალტოს, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გასვენებისთვის შეძენილი თაიგულისა და დონალდ ტრამპის გამასპინძლებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

საქმე დაახლოებით 9 მილიონ ლარს ეხება. თუმცა, როგორც ირკვევა, სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება – კახეთში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ვენახები, შესაძლოა, ამ თანხის სრულად დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა, როგორ გეგმავს საგამოძიებო სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და რა მექანიზმებით მოხდება აღნიშნული თანხის ამოღება.

წყარო