ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მაგალითები საკუთარი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთე

-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მისაბაძი მაგალითები თავიანთი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთის კეთება- ამის შესახებ, მან მისი მეუღლის, მიშელ ობამას პოდკასტში განაცხადა, რასაც Foxnews ავრცელებს.
ბარაკ ობამას თქმით, მამაკაცებს გეი მეგობრები თანაგრძნობის სწავლებისთვის სჭირდებათ.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი მეუღლისა და სიძის პოდკასტში სტუმრობისას, ისაუბრა „ემოციურად ინტელექტუალური“ ახალგაზრდა მამაკაცების აღზრდაზე და იმაზე, თუ რატომ სჭირდებათ ბიჭებს ცხოვრებაში მამის გარდა სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
„ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ვფიქრობ, რომ ბიჭებს ხშირად სჭირდებათ- არა მხოლოდ ერთ ბიჭთან, ერთ მამასთან ურთიერთობა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს მამა. მამა ყველაფერი ვერ იქნება“, “ამ ბიჭს შეიძლება დასჭირდეს ვინმე, ვინც მას მამაზე გარკვეულ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს, არა?“- განაცხადა ობამამ.
ყოფილი პრეზიდენტი მუდმივად ამტკიცებდა იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ლგბტქ მეგობრები სიკეთისა და თანაგრძნობის საჩვენებლად სჭირდებათ.
„თუ გყავს ბიჭი, რომელიც გეი ან არაბინარი ან რამე მსგავსია, ამ სახით მას ეყოლება ვინმე, ვისთანაც შეუძლია მივიდეს და თქვას: „კარგი, ამაში მარტო არ ვარ“, არა? ასე რომ, ვფიქრობ, ეს ქმნის ამ საზოგადოებას. ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ.“-აღნიშნა ობამამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს