ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის -ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ს ბარაკ და მიშელ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბარი ჩანს, რომელშიც ისინი ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო ვიცეპრეზიდენტი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“მიშელი და მე შენი მხარდაჭერით მეტად ამაყები ვერ ვიქნებოდით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვო და ოვალურ ოფისში მოხვდე”. – ამბობს ბარაკ ობამა ჰარისთან სატელეფონო საუბრისას.
თავის მხრივ, მიშელ ობამა ამბობს, რომ იგი ჰარისით ამაყობს და მოელის, რომ ეს არჩევნები “ისტორიული” იქნება.
BREAKING: Barack and Michelle Obama endorse Kamala Harris pic.twitter.com/XNBodVu8m8— The Spectator Index (@spectatorindex) July 26, 2024
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
გამოცემა Associated Press-ის მონაცემების მიხედვით, ჰარისს უკვე საკმარისი, 3107 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად კი 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.