„ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხან, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი დენდროლოგიურ პარკში ბაობაბების გახმობას და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, ისინი ბაობაბების გახმობაზე მეტად წუხან, ვიდრე „ქვეყნის გახმობაზე“.
პრეზიდენტმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა და პოსტს კახა კალაძის კომენტარი დაურთო, სადაც ის ბაობაბების გახმობის გამო წუხილს გამოთქვამს და აზუსტებს, რომ „ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალიან დიდი პრობლემაა“.
„ნეტავ რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ“, — წერს პრეზიდენტი.
შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს და მომხდარს ივანიშვილის ოპონენტებს აბრალებს. პარკის ცნობით, კენიაში სასამართლო პროცესის გამო ხეებს მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში, რამაც მოგვიანებით მათი გახმობა გამოიწვია.
პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და “ვნებების კვალდაკვალ“ მთელი თავისი რესურსით ებრძვიან ს დაფინანსებით დაბა შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის პროექტს და ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება