ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა – დეტალები

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37 ნომერში, “ს” შენობაში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. ის ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თანხა მოითხოვა. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოახერხა. თავდამსხმელმა აღნიშნულის შემდეგ ობიექტი ისე დატოვა, რომ თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბანკის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ