ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა და ნებისმიერი ფინანსური მოგება ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და იხარჯება ქველმოქმედებისთვის – პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ და ბანკ „ქართუს“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან აკავშირებენ

ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა და ნებისმიერი ფინანსური მოგება ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და იხარჯება ქველმოქმედებისთვის – პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ და ბანკ „ქართუს“ ს ოჯახთან აკავშირებენ
ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა და ნებისმიერი ფინანსური მოგება ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და იხარჯება ქველმოქმედებისთვის,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ აბსურდული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა, მაგრამ პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ ბანკი „ქართუს“ შესახებ ცრუ ინფორმაციას.
მისივე თქმით, „ბანკი „ქართუს“ საჩივარი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება ბანკის რეპუტაციას მიკერძოებული პოლიტიკური მიზნებისთვის ებრძოდე.
„ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა და ნებისმიერი ფინანსური მოგება ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და იხარჯება ქველმოქმედებისთვის.
უტა ივანიშვილს „ქართუ ჯგუფის“, თანამფლობელია და საქველმოქმედო ფონდის განმკარგველია, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ იმას აკონტროლებს თუ რომელ და როგორ საქველმოქმედო პროექტებზე განაწილდეს ფონში არსებული რესურსი, ის რაიმე სახის შემოსავალს ან სარგებელს
ამ საქმიანობიდან არ იღებს.
აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის, მაგრამ პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ და ბანკ „ქართუს“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან აკავშირებენ.
ტვ პირველის მხირდან, ბანკი “ქართუ” არაერთხელ გამხდარა დამახინჯებული, ცილისმწამებლური ინფორმაციის მსხვერპლი. ტელევიზიის მიერ ახლახან მომზადებული სიუჟეტიც მიზანმიმართულადაა აგებული იმგვარად, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოსდა ბანკის SWIFT-დან გათიშვა დაკავშირებულია ბანკის ბენეფიციართან, რაც სიცრუეა.
SWIFT-თან, ანუ საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებით ნებისმიერი დეზინფორმაციულ საკითხზე ბანკი „ქართუ“ ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ამიტომ ბანკმა „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს სწორედ SWIFT – თან არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლეში მიმართა და ტვ “პირველის“ წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა.
შესაბამისად ოპოზიციის ტელევიზიას საკუთარ ტყუილებზე პასუხისგება სასამართლოს და საერთაშორისო გადახდის სისტემის წინაშე მოუწევს. ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება კი უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება ბანკის საქმიან რეპუტაციას მიკერძოებული პოლიტიკური მიზნებით ებრძოდე.
ამ საქმეზე ფიასკო ტვ პირველისათვის უნდა იყოს შეხსენება იმისა, რომ ის რეალობის დამახინჯებით არასწორ საქმეს აკეთებს და საქმიან რეპუტაციას საკუთარ მაყურებელშიც კი ინულებს“,- წერს მეგრელიშვილი.
Next: საქართველოში ამოქმედდა დეზინფორმაციის “კრიმინალიზაციის” კანონი, რომლის ფარგლებში დღეს სასამართლოში განიხილება 300-ზე მეტი საქმე, გამონაკლისი არც “ქართუ ჯგუფის” საჩივარია “ტვ პირველის” წინააღმდეგ, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც ამ საქველმოქმედო ფონდს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს