„ბანკი იცავდა და იცავს -ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს“ –

რუსული kommersant.ru ТАСС-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ საქართველოს ბანკმა ს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა და მათ კლიენტებს 300 ფუნტ სტერლინგზე ძვირად ღირებული ნივთების შეძენა შეუზღუდა. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება ბანკის ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო სანქციების შესრულებას ითვალისწინებს.
,,ბანკის პრესსამსახურში ТАСС-ს აცნობეს, რომ ბანკი ითვალისწინებდა და ითვალისწინებს -ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების მოთხოვნებს.”- წერს kommersant.ru.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ს პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ ,,საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს.” ბანკში ამ ეტაპზე მეტ განმარტებას და კომენტარს არ აკეთებენ.
მანამდე РБК-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკმა ს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბანკის კლიენტები არიან, დააწესა შეზღუდვები ნივთების შეძენაზე, თუ მათი ღირებულება აღემატება 300 აშშ დოლარს, 300 ევროს ან 300 ფუნტ სტერლინგს (გადახდის ვალუტის შესაბამისად).