ბანკებში გირაოს სახით ჩადებული უძრავი ქონების მოცულობა 111 მლრდ ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებს 2024 წლის პირველ კვარტალში გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 111 მლრდ ლარზე მეტის აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, თითქმის მესამედი, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის.
ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები (უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ძვირფასი ლითონები) „ ბანკის“ ანგარიშზეა – 47.7 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „ს“ 43 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5.5 მლრდ ლარის აქტივით.
რაც შეეხება კონკრეტულად საცხოვრებლის გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობას, პირველ და მეორე ადგილს აქაც „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ.
უძრავი ქონების (საცხოვრებელი, კომერციული, მიწის ნაკვეთები და სხვა) გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობის მიხედვით -5 ბანკი შემდეგია:
· „საქართველოს ბანკი“ – 2024 წლის პირველ კვარტალში – 18.2 მლრდ ლარი;
· „თიბისი ბანკი“ – 2024 წლის პირველ კვარტალში – 16 მლრდ ლარი;
· „ტერა ბანკი“ – 2024 წლის პირველ კვარტალში – 1.2 მლრდ ლარი;
· „ბაზის ბანკი“ – 2024 წლის პირველ კვარტალში – 1 მლრდ ლარი;
· „კრედო“ – 2024 წლის პირველ კვარტალში – 981 მლნ ლარი.