ბანკებს ყველაზე მეტი სესხი ვაჭრობის სექტორზე, ყველაზე ნაკლები კი განათლების სექტორზე აქვთ გაცემული

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.35%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.26%-ით მეტი).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა, რომელმაც ეროვნულ ვალუტაში 703.8 მლნ ლარი და უცხოურ ვალუტაში 297.7 მლნ ლარი შეადგინა,
მეორე ადგილზე მრეწველობის სექტორია, რომელზედაც ეროვნული ვალუტით 105.5 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 155.4 მლნ ლარის სესხი გაიცა.
მესამე ადგილზე კი მშენებლობის სექტორია, კომერციულმა ბანკებმა ამ სექტორზე ეროვნულ ვალუტაში 69.4 მლნ ლარის, ხოლო უცხოურ ვალუტაში 179.3 მლნ ლარის სესხი გასცეს.
ყველაზე ნაკლები სესხი კი ბანკებმა განათლების სექტორზე გასცეს, ეროვნული ვალუტით 1.8 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 5.4 მლნ ლარის ოდენობის.

ასევე დაგაინტერესებთ