ბანკებს „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს გამოძიებას მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ბაჩიაშვილი გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს

ბანკებს „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს გამოძიებას მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ბაჩიაშვილი გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს
დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ბანკი, სადაც განთავსებული იყო ძარცვას გადარჩენილი აქტივი, წესისამებრ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია, ჯერ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენმა დაგმო ეს განცხადება, ავტომატურად „Julius Baer“-მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საგულისხმობა კიდევ ერთი დეტალი, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის თაობაზე სამართალდამცავების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დაბლოკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაჩიაშვილი გლობალური ძალების მფარველობის ქვეშ იმყოფება.
„დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ბანკი, სადაც განთავსებული იყო ძარცვას გადარჩენილი აქტივი, წესისამებრ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია, ჯერ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენმა დაგმო ეს განცხადება, ავტომატურად „Julius Baer“-მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის.
კიდევ ერთი საინტერესო და საგულისხმო დეტალი გამოჩნდა შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერსა“ და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაში. „Julius Baer“-ის მხრიდან, სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დაბლოკვა ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე. რაც რეალურად ზემოთ აღნიშნული პროცესების გაგრძელებაა. ბანკებს, მათ შორის შვეიცარიულ ბანკებს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომ საგამოძიებო სამსახურებს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ბაჩიაშვილი სწორედაც, რომ გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს, შესაბამისად მათი ბრძანებითა და დავალებით მოქმედებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძვის.
სახეზეა გლობალური ომის მიერ მართული პროცესი, ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად ბაჩიაშვილისათვის ხელის დაფარება და ინფორმაციების დამალვა კი ყოველივე ამას ადასტურებს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში