ბანკები ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივების თითქმის 91%-ს ფლობენ

ბაზარზე თხუთმეტი კომერციული ბანკია, რომლებიც ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივების თითქმის 91% პროცენტს ფლობენ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაღალია ბანკების კონცენტრაციის დონე – კერძოდ, ორი ყველაზე დიდი ბანკი მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 77 პროცენტის, ხოლო ფინანსური სექტორის აქტივების 70 პროცენტის მფლობელია.
„საპენსიო ფონდების წილი მზარდია და 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 4 პროცენტს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი საკმაოდ მცირეა, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებასა და სოფლად ფინანსების ხელმისაწვდომობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იზრდება სადაზღვევო ბაზარიც, მისი წილი ფინანსური სექტორის მთლიან აქტივებში ჯერ კიდევ შედარებით მცირეა. საქართველოს ფინანსური სისტემის ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა და რეგულაციები, ამჟამად, ძირითადად კომერციული ბანკებისკენაა მიმართული. თუმცა, ეროვნული ბანკი ასევე აცნობიერებს კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობას მდგრადი ფინანსური რესურსების ზრდაში, და მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმა კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებსაც მოიცავს“, – ნათქვამია სებ-ის მდგრადი დაფინანსების ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს