2023 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2,284 მლრდ ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2,415 მლრდ ლარი იყო.
ბანკები კონსოლიდირებულ მონაცემებს მიმდინარე წელს IFRS-ით, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემით წარმოადგენს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 5,837 მლრდ ლარი, ხოლო, საპროცენტო ხარჯებმა 2,635 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან – 91,7 მლნ ლარი იყო, საპროცენტო შემოსავალი სესხებიდან 4,915 მლრდ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგება – 570,9 მლნ ლარი.