ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ივლისში ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 596 საჩივარი დაწერეს, მაშინ როცა 2023 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 1 767 იყო.
2024 წლის ივლისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული ასე გამოიყურება:
· მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი – 1 595 განაცხადი;
· სამომხმარებლო სესხი – 331 განაცხადი;
· საკრედიტო ბარათი – 123 განაცხადი;
· ინტერნეტბანკი – 65 განაცხადი;
· ბიზნეს სესხი – 56 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი – 1 449 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება – 495 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები – 247 განაცხადით.