ბანერი, რომლის ვითომ დაზიანების გამო აქციის მონაწილეებს სისხლისამართლებრივი დევნით ემუქრებიან, თბილისის მოქმედ მერს, უკანონოდ აქვს გაკრული

ბანერი, რომლის ვითომ დაზიანების გამო აქციის მონაწილეებს სისხლისამართლებრივი დევნით ემუქრებიან, თბილისის მოქმედ მერს, უკანონოდ აქვს გაკრული.
✔️ კერძოდ, მსგავსი ბანერის განთავსება შენობა-ნაგებობაზე I კლასის მშენებლობას წარმოადგენს და შესაბამისი პროცედურით უნდა შეთანხმდეს კალაძის უწყებისვე არქიტექტურის სამსახურთან.
✔️„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით მსგავსი ბანერის უნებართვოდ განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმდება 16,000 ლარით და ბანერის, როგორც უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის, დემონტაჟით.
✔️ასე, რომ ახლა შსს-ს ნაცვლად საკითხს უნდა სწავლობდეს კალაძისვე მუნიციპალური ინსპექცია და მოქმედი მერის შტაბს უნდა აჯარიმებდეს 16,000 ლარით კანონის უხეში დარღვევისთვის, თანაც ბანერს უნდა ხსნიდნენ და სანაგვეზეც აგდებდნენ.
❗️ ესაა კანონი.
ჰოდა, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაიცავით კანონი და აქციის მონაწილეების ნაცვლად კალაძე დააჯარიმეთ“ — წერს ირაკლი აბესაძე

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ