ბანგლადეშში პოლიტიკური არეულობის გამო ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში ქვეყნის მასშტაბით მასობრივი არეულობის გამო ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო. ქვეყანაში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ხელისუფლებამ სახელმწიფო სამსახურებზე კვოტები დააწესა.
აღნიშნული კანონი სახელმწიფო სამსახურის 30%-ს გამოყოფს მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც ს წინააღდეგ ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1971 წელს. დემონსტრანტების მიხედვით, აღნიშნული სისტემა დისკრიმინაციულია და ბანგლადეშის პრემიერმინისტრის, შეიხ ჰასინას მხარდამჭერებზეა მორგებული, რადგან მისი პარტია ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო დამოუკიდებლობის მოძრაობაში.
მთავრობამ კვოტები 2018 წელს გააუქმა, თუმცა მიმდინარე წლის ივნისში კვლავ დააბრუნა.
ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებს ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ. სიტუაციას ასევე ართულებს მაღალი უმუშევრობის დონე. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მხოლოდ ამ კვირაში, სულ მცირე, 105 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავდა ათასობით ადამიანი.
საპროტესტო ტალღის ჩახშობისას ხელისუფლებამ შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა და საერთაშორისო ტექსტური გზავნილები, რაც ბალგნადეშის დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტის მცდელობაა.
წყარო: ტაბულა