ბამბის ნაყინი “ბამბარა” თბილისის შემდეგ ახლა უკვე რეგიონებშიც გაიყიდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ანი ბურდულმა “ქალების ნარატივში” განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე თუ პროდუქტი Nikora XL-ის 8 ობიექტზე იყო წარმოდგენილი, ახლა “ევროპროდუქტის” 34 ფილიალი დაემატა და დეკემბრის ბოლოდან ბრენდი მთელს საქართველოში იქნება წარმოდგენილი.
“ბამბარა” უკვე ხელმისაწვდომია, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ბაკურიანში და რუსთავში.
“ბამბარა” მომხმარებლებს ბამბის ნაყინს ქოქოსის, მარწყვისა და კევის არომატით სთავაზობს, რომელიც ბაზარზე, საცალო და სასაჩუქრე შეფუთვებითაა წარმოდგენილი. სასაჩუქრე ყუთებში სამი ძირითადი გემოს გარდა, სეზონის მიხედვით კიდევ სხვა არომატის ბამბის ნაყინიც არის მოთავსებული. რაც შეეხება ფასებს, საცალო გაყიდვის შემთხვევაში “ბამბარას” ფასი 5,90 ლარია, ხოლო სასაჩუქრე ყუთების შემთხვევაში 30-35 ლარი. ყოველ სეზონზე რაღაცას ვცვლით. მაგალითად, ზაფხულში სამ ძირითად არომატთან ერთად, იყო პინაკოლადა და საზამთროს არომატიც. სასაჩუქრე ყუთებში ასევე ხვდება ბრჭყვიალა “ბამბარას” ბურთები. ეს არის ბამბის ნაყინში მოთავსებული საკვები ბრჭყვიალა, რომელიც ჭიქაში ჩაგდების შემდეგ ბზინავს და ალამაზებს სასმელს. ეს ბურთები გათვლილია განსაკუთრებული წვეულებებისთვის. არომატების სახეობების გაფართოებაზე მუშაობა კი მუდმივად მიმდინარეობს,” – განაცხადა ანი ბურდულმა.
დღეს “ბამბარა” GMO-სა და გლუტენის გარეშე, მომხმარებლებს ვეგანურ ბამბის ნაყინს სთავაზობს.
„მის დასამზადებლად ნედლეული სხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს, ამიტომ მისი თვითღირებულება მაღალია და შესაბამისად, ხარისხიც. გამოირჩევა არომატებითა და გემოვნური თვისებებით. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი მომხმარებელი, რომელიც ჩვენი პროდუქციის შეძენის შემდეგ, კმაყოფილების გამოსახატად გვწერს,” – ამბობს ანი ბურდული.
ცნობისთვის: “ბარბარამ” ოპერირება 2022 წელს 10 000 ლარიანი ინვესტიციით დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა შეფუთვითა და არომატით ბამბის ნაყინს სთავაზობს.