ბალტიმორში სატრანზიტო გემის დაჯახების შედეგად ხიდი ჩამოიშალა – სავარაუდოდ არის მსხვერპლი

აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში სატრანზიტო გემი ხიდს დაეჯახა, რის შემდეგაც ხიდი ჩამოიშალა. ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, 20-მდე ადამიანი და რამდენიმე მანქანა მდინარეში ჩავარდა.
ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაღუპულის შესახებ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამაშველო და სამძებრო ოპერაცია.