ბალტიის ქვეყნები რუსეთ-ბელორუსის საზღვრებთან თავდაცვითი ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა სა და ბელორუსის საზღვარზე ბალტიისპირეთის საერთო თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა რიგაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი უახლოეს წლებში თავიანთ საზღვრებზე თავდაცვით ზონას შექმნიან, რომელიც შედგება სხვადასხვა თავდაცვითი ობიექტისგან. ამ თავდაცვითი ზონის მიზანი იქნება შეკავება და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვა. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მიიჩნევენ, რომ მათ ეროვნულ უსაფრთხოებას რუსეთი შემდეგ წლებშიც შეუქმნის საფრთხეს.
„რუსეთის ომმა ში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური თავდაცვითი საშუალებები საზღვარზე, რათა დავიცვათ ესტონეთი პირველივე მეტრიდან“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა. მისივე თქმით, „ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რათა ესტონელმა ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ თუ ოდნავი რისკი გამოჩნდება, ჩვენ უფრო სწრაფად მოვემზადებით მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის“.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვითი ობიექტების კონცეფცია ეფუძნება ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მოკავშირეები დაცული უნდა იყვნენ პირველი მეტრიდან.
ბალტიის თავდაცვის ზონა გულისხმობს, მათ შორის, ასეულობით ბეტონის ბუნკერისა და სხვადასხვა სახის წინაღობის მოწყობას. თავდაცვის ზონა გულისხმობს მჭრელი მავთულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებასაც, თუმცა არა — მშვიდობიანობის პერიოდში.
სამივე ქვეყნის მინისტრებმა ხელი ასევე მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ერთობლივ გამოყენებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ახლომდებარე ავიაბაზებისა და აეროდრომების გამოყენებას ერთობლივი მიზნებისთვის.