ბალტიის ქვეყნები გამოეთიშა რუსეთისა და ბელარუსის ელექტროგადამცემ ქსელებს

8 თებერვალს, ბალტიის სამი ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და გაითიშა ელექტროგადამცემი ქსელიდან, რომელიც აკავშირებს რუსეთს, ბელარუსსა და ს ექსკლავს, კალინინგრადს – იუწყება რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო:
„დღეს კალინინგრადის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრეა 1,88 გიგავატი, რაც ორჯერ აღემატება რეგიონის პიკური ენერგიის მოხმარებას და საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ მოქალაქეების ენერგომომარაგება ნებისმიერ ვითარებაში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ესტონური გაზეთ Postimees-ის ცნობით, 33 საათში ბალტიის ქვეყნები მთლიანად საკუთარ სიხშირულ ზონაში მოექცევიან და კვირა საღამოს ისინი უნდა დაუკავშირდნენ კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელს (ასევე ცნობილია როგორც UCTE ქსელი) ლიეტუვის პოლონეთთან დაკავშირების გზით. ეს ქსელი მოიცავს ევროპის უმეტეს ქვეყნებს, დასავლეთით პორტუგალიიდან აღმოსავლეთით სა და თურქეთამდე.
ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციის პროექტში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
ესტონეთის ელექტრო ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ გათიშვას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მომხმარებლებზე.
„ბალტიის ქვეყნების ენერგეტიკული დამოკიდებულების შეწყვეტით რუსეთზე, ჩვენ აგრესორს მოვაკლებთ შესაძლებლობას ჩვენს წინააღმდეგ ელექტროენერგიის იარაღად გამოყენებისა და გავაძლიერებთ ჩვენს სისტემებს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
· რუსეთის მიერ უკრაინაშისრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსული გაზისა და ელექტროენერგიის ყიდვა. თუმცა, მათი ელექტროქსელები კვლავ დაკავშირებული იყო რუსეთთან და ბელარუსთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება