ბალტიის რეგიონის კომპანიები ფარულად ამარაგებენ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“- LRT

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები რუსეთს ეხმარებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს ლიეტუვის საზოგადოებრივი მედიაკომპანია LRT.
გამოძიების თანახმად, ყოველდღიურად რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვის გავლით გადააქვთ მილიარდობით დოლარის ნავთობი და მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები უკრაინაში ომის გამო რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის განსაკუთრებულად აქტიურ მომხრეებს შორის არიან, ბალტიური კომპანიების ქსელი მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარება.
საუბარია ტანკერების მომარაგებაზე ე.წ. საბუნკერო, ანუ მათი გადაადგილებისთვის საჭირო საწვავით.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”