ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენთან მწყობრიდან გამოსული რუსული ტანკერი უსაფრთხოების მიზნით საბუქსირო გემებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ

ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენთან მწყობრიდან გამოსული რუსული ტანკერი უსაფრთხოების მიზნით საბუქსირო გემებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის საზღვაო საგანგებო სიტუაციების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ტანკერი Eventin-ი ს „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედის და მის ბორტზე 99 000 ტონა ნავთობია.
რუსული ტანკერი მწყობრიდან გუშინ საღამოს გამოვიდა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო მანევრირებას ვერ ახერხებს.
გერმანული მხარის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს დაზიანებები არ აღენიშნება, გარემოს საფრთხე არ ემუქრება და ეკიპაჟის ევაკუაცია საჭირო არ არის.