ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ

ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ
ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
წამყვანმა მას ჰკითხა: „ერთია მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რა თქმა უნდა, კონტინენტისთვის ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ მეორეა, როდის მოაღწევს ეს ტალღა ჩვენამდე. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში ძალიან ბევრი საქმეა. პლუს ევროპული ბიუროკრატია ამ თვალსაზრისით არ იცვლება. ჩვენ გვესმის ისევ მკაცრი განცხადებები საქართველოს მიმართ. ვნახეთ ცალკეული ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, იგივე პოლიტიკის გაგრძელება რაც წინა წინა წელს და წინა თვეებში გვქონდა. ამ შემთხვევაში ცვლილებები როდის დადგება?“
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ჩვენ უნდა დავახასიათოთ რისთვის ხდება ეს და შემდეგ კალენდარზე ვილაპარაკოთ.
„ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ. ამას აღარ ჩამოვთვლი, საგარეო საქმეთა მინისტრები გამოგზავნეს იმ ომისათვის, რომელსაც წესით უნდა მოეყვანა ახალი ხელისუფლება“, – აღნიშნა მან.
წამყვანმა მას დამატებით ჰკითხა: „ეს ამ მიზანს ემსახურებოდა? იმიტომ, რომ მათგან ჩვენ გვახსოვს კეთილშობილური მიზნები, რომ დემოკრატიის გაძლიერებისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი“.
გიორგი ვოლსკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამ განაპირობა ის, რომ ზედაპირზე რაც დევს, ეს ლოზუნგები, რომელ დემოკრატიას ემსახურება.
„მაგალითად, იგივე ს პრემიერ-მინისტრის ქმრის ბიზნესი რუსეთში. ან ბალტიისპირეთის ქვეყნების ექსპორტი რუსეთში, რომელიც აჭარბებს საქართველოს ღვინის ექსპორტსაც კი. რა დემოკრატიის განვითარებაზეა საუბარი. ან როდის ფიქრობდნენ დემოკრატიაზე, როდესაც აქ ხალხის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ხდებოდა. სხვა იდეაა ჩადებული და სწორედ დღევანდელობამ, ტრამპის ადმინისტრაციამ განაპირობა ის, რომ ეს ყველაფერი, ეს ლაპარაკი, ეს ე.წ. ნარატივები, ეს განწყობები, აღქმები გადავიდა მეორე პლანზე და ზემოთ ამოვიდა რეალობაში რა. რა პრაგმატული, ცივსისხლიანი ყოფილა თურმე მსოფლიო. ბალტიისპირელები, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რასაკვირველია ამ პოლიტიკას მიყვებოდნენ და აგრძელებენ. აგრძელებენ ინერციით.
მეორე, თავის შიგნით, ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ საგარეო პოლიტიკაში რაღაცას წარმოადგენენ და არა მარტო გერმანელები და ფრანგები განაპირობებენ ევროპულ მომავალს, არამედ ბალტიისპირელებსაც შეუძლიათ ეს ბერკეტები მართონ. გადახედეს, ვინ ამოარჩიეს დაბალ ღობედ, საქართველო, რომელზეც შეტევები ხორციელდებოდა და ახლა კიდევ ამ ბოროტი ინერციით ისევ აგრძელებენ. აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ იმაზე როდის მოაღწევს ეს პოზიტიური ტალღა ჩვენამდე.
ჩვენ არ ვიცით, ტალღის დაწყებას კი ვხედავთ, მაგრამ ტალღა როდის აგორდება. ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ რა მოხდა ოვალურ კაბინეტში, შევაფასოთ, ჩავიდა ლონდონში ზელენსკი და იქ რა ლაპარაკი იყო. ვინ ეთანხმება ევროპული ძალების შექმნას, რომელიც ს დაიცავს, ვინ არ ეთანხმება, ვინ იქნება შუამავალი უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა