ბალტიისპირეთმა რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება დაასრულა

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ – ს ელექტრომომარაგების ქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადართვის პროცესი დაასრულეს. 9 თებერვალს მათ საბოლოოდ ჩაჭრეს საბჭოთა პერიოდიდან მოქმედი კავშირები და დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.
ერთი დღით ადრე, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საზეიმოდ გამორთეს გასული საუკუნის 50-იან წლებში გახსნილი IPS/UPS ქსელი, რომელსაც დღეს რუსეთი მართავს. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ჩაჭრა აღმოსავლეთ ლატვიაში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 100 მეტრში მოხდა. გადაჭრილი მავთულის მცირე ზომის ნაჭრები ოფიციალურმა პირებმა სტუმრებს სუვენირებად დაურიგეს.
ელექტროქსელების შეცვლა ბალტიის ზღვაზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიღების ფონზე მოხდა. ში რუსეთის აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან ს ფართო მხარდაჭერის ფონზე, დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ბალტიის ზღვის წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების ზედიზედ რამდენიმე ავარიული დაზიანების ფაქტის უკან, შესაძლოა კრემლი იდგეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი მიესალმა ს, ლატვიისა და ლიეტუვის ამ ნაბიჯს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შეწყვეტისა და ევროკავშირის მომარაგებაზე გადართვის მიზანი ევროპის კავშირში ბალტიისპირეთის ქვეყნების კიდევ უფრო მეტად ინტეგრაცია და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა იყო.
ვილნიუსში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელშიც სამივე ქვეყნის ლიდერთან ერთად, პოლონეთის პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რეგიონის თავისუფლებისთვის ახალი ეპოქის დაწყებაზე ისაუბრა:
”ელექტროგაყვანილობის ეს ჯაჭვები, რომლებიც თქვენ მტრულად განწყობილ მეზობლებთან გააკავშირებდათ, წარსულს ჩაბარდება”, – თქვა მან. „ეს არის თავისუფლება, თავისუფლება საფრთხეებისგან, თავისუფლება შანტაჟისგან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მთლიანად ევროპის კონტინენტიც თანდათან თავისუფლდება რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან.
მომხდარს იმავე დღეს მიესალმა უკრაინის პრეზიდენტი . ერისადმი ვიდეომიმართვაში, რომელსაც უკრაინის ლიდერი საღამოობით აკეთებს, ზელენსკიმ თქვა, რომ კიევმა ეს ნაბიჯი 2022 წელს გადადგა. “მოსკოვი ვეღარ შეძლებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ენერგიის იარაღად გამოყენებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო – რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა