ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის აშენებას გეგმავენ.
ლირვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შესაბამისი ერთობლივი ხელშეკრულება დადო, რომელიც უახლოეს წლებში რუსეთის საზღვართან სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი ნაგებობების აშენებას გულისხმობს.
“უკრაინაში რუსეთის ომმა გვიჩვენა, რომ ტექნიკის, ტყვია-წამლისა და ცოცხალი ძალის გარდა ესტონეთს საზღვარზე თავდაცვითი ნაგებობებიც სჭირდება”. – ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ხანო პევკური.
პევკურის თქმით, სამხედრო თავდაცვითი ნაგებობების აშენება რეგიონში საომარი კონფლიქტის შეჩერების ეფექტური საშუალება გახდება.
გეგმის მიხედვით, ესტონეთში, საზღვარზე 600-დე ბეტონის კონსტრუქცია აშენდება, რომლის ფართობი 30-35 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში თითოეულ ასეთ ბუნკერში 10 ჯარისკაცი განთავსდება.