ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტროენერგეტიკულ ქსელს 2025 წლის 8 თებერვალს დატოვებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ს ელექტროენერგეტიკული ქსელიდან გათიშვისა და ევროპულ ქსელში გაწევრიანების თარიღი დაადგინეს.
„2025 წლის 8 თებერვალს ბალტიისპირეთის ქვეყნების ენერგოსისტემები გათიშავენ კავშირს IPS/UPS სისტემასთან და დაიწყებენ თავიანთი ენერგოსისტემების მუშაობის ერთობლივ ტესტირებას ენერგეტიკული კუნძულის რეჟიმში. კონტინენტური ევროპის სიხშირესთან სინქრონიზაცია 9 თებერვალს მოხდება,“ – განაცხადა ესტონურმა ენერგოკომპანია Elering-მა.
„ამჟამად ს, ლატვიისა და ლიეტუვის ენერგოსისტემები მუშაობს IPS/UPS სისტემით, რომელშიც რუსეთი აკონტროლებს სიხშირეს. კონტინენტური ევროპის ელექტრო ქსელთან სინქრონიზაცია მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გააკონტროლონ სიხშირე სისტემაში და გაზარდონ თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
16 ივლისს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ელექტროენერგეტიკულმა სისტემებმა ოფიციალურად აცნობეს რუსეთისა და ბელორუსის ელექტროენერგეტიკული სისტემების ოპერატორებს BRELL-ის შეთანხმებიდან (ბელარუსი – რუსეთი – ესტონეთი – ლატვია – ლიტვა, BRELL ენერგეტიკული რგოლი) გასვლის შესახებ. რომლის საფუძველზეც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საბჭოთა დროიდან რუსეთის მიერ კონტროლირებადი ერთიან სინქრონულ ზონაში შედიოდნენ.
Elering-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სინქრონიზაცია გააუმჯობესებს კავშირს გადამცემ სისტემებსა და ელექტროენერგიის ბაზრებს შორის ევროკავშირში, რაც საშუალებას მისცემს ბალტიისპირეთის ელექტროენერგიის სისტემებს იმუშაონ საერთო და გამჭვირვალე ევროპული წესების საფუძველზე.
სინქრონიზაციას მხარს დაუჭერს ფონდი CEF დაახლოებით 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც დაფარავს მსხვილი პროექტის მთლიანი ღირებულების 75%-მდე თანხას.
interfax