ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი თავის თავს არ ღალატობს. თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში მისმა “ადანა დემირსპორმა” შოთა არველაძის “კარაგუმრუკი” 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან სწორედ 33 წლის თავდამსხმელმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ “სუპერმარიო” შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და გასახდელში თანაგუნდელებს გაეხუმრა, გავრცელებული ვიდეო კი ინტერნეტს იპყრობს.
ბალოტელიმ მოულოდნელად ასაფეთქებელი გადააგდო, რაც ვერავინ შეამჩნია და აფეთქების შემდეგ გასახდელში მყოფ ადამიანებს შეეშინდათ, რადგან ეს დიდი მოულოდნელობა გახლდათ.