ბალოტელიმ შეიძლება “ტორინოსთან” კონტრაქტი გააფორმოს

“ლა სტაპმას” ცნობით, 34 წლის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი “ტორინოსთან” აწარმოებს მოლაპარაკებას.
“ტორინოს” მიერ ბალოტელით დაინტერესების მიზეზი დუვან საპატას მიღებული ტრავმაა. კოლუმბიელს, ალბათ, სეზონი გაუცდება და კლუბი სასწრაფოდ ეძებს მის შემცვლელს.
ბოლოს ბალოტელი “ადანა დემირსპორში” თამაშობდა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა.