ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი 23 წლის სოფია შნეიდერმანთან ერთად მალდივებზე ისვენებს. ამის შესახებ სპორტსმენის სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი.
წყვილის ურთიერთობაზე ჭორები ჯერ კიდევ 2 წლის წინ გავრცელდა, მაგრამ ეს ამბავი აქამდე არ დასტურდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შნეიდერმანი ბალაკის ვაჟის მეგობარი გოგონა იყო. 2021 წელს, 18 წლის ასაკში, ემილიო ბალაკი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პორტუგალიაში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოგონა ყოფილ ფეხბურთელზე 24 წლით უმცროსია.