ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე ბაკშიმ კაჭრეთში მიმდინარე ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ფინალში გავიდა. მას ამ დონის ტურნირზე ამ ეტაპამდე აქამდე არასდროს მიუღწევია.
ჩვენებურმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პირველ ნომრად განთესილი 20 წლის ავსტრალიელი ფილიპ სეკულიჩი ორ სეტში 7:6, 7:5 დაამარცხა.
ფინალში ბაკშის მეტოქე 21 წლის ფრანგი რობინ ბერტნარდი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველმა რეიტინგში მინიმუმ 262 საფეხურით წინ წაწევა გაინაღდა და ახალი კვირიდან მინიმუმ 644-ე ჩოგანი იქნება.