ბაკურ კვაშილავა – როდესაც ხალხი გეტყვის „წადი“ – უნდა წახვიდე, როდესაც მთავრობას ვერავინ ცვლის, ის უფრო მეტს იპარავს – ევროპა ქართველებისთვის არის სახლი, სადაც უნდა დავბრუნდეთ

პაპუაშვილის განცხადება არის აბსურდამდე დასული, 1984 წლის სტილში გაკეთებული სიტყვების რახარუხი, რომელიც იმ უშინაარსობას ფარავს, რომელიც მის განცხადებაში დევს და საკითხის არცოდნა – ისიც არ იცის, 9 მაისი საიდან მოვიდა, ისიც არ იცის, რომ ომი 1939-1945 წლებში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარტია„ თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადება შეაფასა.
რაც შეეხება უშუალოდ იმას, რა რიცხვში უნდა აღინიშნებოდეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მისი შეფასებით, „თუ ევროკავშირისკენ მიდიხარ, სინქრონიზაციას აკეთებ და ამ გაერთიანების წევრი ხარ, ლოგიკურია, რომ შენც ეს დღე 8 მაისს აღნიშნო“.
„შალვა პაპუაშვილის განცხადებაში 80% არის პირდაპირ გადმოტანილი აბსურდული შაბლონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს იყენებს – ანტიეროვნული, უსამშობლო. საუბრობს იმაზე, თითქოს 9 მაისის გამო ისტორიის გადაწერა ხდება, მე ვიტყოდი, რომ ისტორიის გადაწერა თუ ხდება იმიტომ, რომ ისტორიული ჭეშმარიტება აღდგეს. 9 მაისი დააწესა ქვეყანამ, რომელიც თვლიდა, რომ მეორე მსოფლიო ომი 1941 წლეს დაიწყო, ქვეყანამ, რომლებმაც ჩათვალა, რომ 1939-წლიდან 1941-წლამდე პერიოდი არ არსებობს, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ და სტალინისტურმა საბჭოთა კავშირმა დადეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიყვეს პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთი და ამის შემდეგ ორივემ ცალ-ცალკე მოაწყო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის დახვრეტა. ეს 9 მაისი სწორედ აქედან მოდის, რომ საბჭოთა კავშირს აღარ სურდა ასოცირება მოკავშირეებთან, მოხდა მათი გაყოფა, საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ყველა საფინანსო და მსოფლიო ინსტიტუციაში მონაწილეობის მიღებაზე, გარდა გაეროსი, რადგან იქ ვეტოს უფლება ჰქონდა და დაიწყო თავისი პროპაგანდის წარმოება“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
რაც შეეხება 9 მაისს, როგორც ევროპის დღეს და 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას, მისი შეფასებით, „ქართველებისთვის ევროპა სახლია, სადაც უნდა დავბრუნდეთ“.
„თავისუფლების მოედანი“ ამ მსვლელობას უერთდება. დღევანდელი დღის მნიშვნელობას რაც შეეხება, ევროპა ქართველებისთვის არის სახლი, სადაც უნდა დავბრუნდეთ, ამ დაბრუნებისთვის კი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს. დღეს ევროპის ნაწილი რომ გახდე, მთავარია, შეგეძლოს ხალხის ნებას დაჰყვე, როდესაც ხალხი გეტყვის „წადი“ – უნდა წახვიდე. ამიტომ „ქართული ოცნებისთვის“ ამაზე დიდი გამოწვევა არ არსებობს. რაზეც არ უნდა ილაპარაკოს მ, მდინარაძემ, პაპუაშვილმა, ორ ფეხზე მყარად დგომასა თუ ოთხ ფეხზე – ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს რეალური შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ხელისუფლება ჩაანაცვლოს, თუ ხალხს ასე სურს. როდესაც მთავრობას ვერავინ ცვლის – ის უფრო მეტს იპარავს და მომსახურებას არ ზრდის“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
ასევე, ბაკურ კვაშილავამ ყურადღება “MEGOBAR აქტსა“ და კანონის ავტორის, ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებულ დასასანქცირებელ პირთა სიაზეც გაამახვილა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სანქციები ძალიან აღელვებს.
„ქართველ ხალხს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აქედან გამომდინარე, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული -ს პრეზიდენტი, კონგრესში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც საქართველო პრინციპული საკითხია, რადგან 30 წლის განმავლობაში აშშ იყო გარანტი, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და არა , ან რომელიმე სხვა ძალა. თუნდაც, 2008 წელს თბილისი რომ არ დაიკავა რუსეთმა, ზუსტად „პამპერსიანი სამხედრო თვითმფრინავის“ დამსახურებაა.
რაც შეეხება სანქციებს, „ქართულ ოცნებას“ სანქციები ძალიან აღელვებს. ამ სანქციების მიღმა არის მთელი ინსტრუმენტები, რომლებიც ძალიან რთულს გახდის საქართველოს მარწუხებში ყოფნას „ოცნების“ მხრიდან. ეს სანქციები უკვე არის მათთვის, რომლებიც, შესაძლოა, ამ სიაში მოხვდნენ. არ არსებობს სანქცირებული, რომელიც იტყვის, რომ სანქციებმა შეაშინა და დისკომფორტშია. ასევე, შესაძლოა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებში სიმართლის მარცვალიც იყოს, რადგან მოსახდენი მოხდა. შეიძლება ამბობდნენ – „ვიღუპები, მაგრამ ვაჟკაცურად ვიდგები“, ან გულში ამბობდეს – „ნეტავ, ნორმალურად მოვქცეულიყავი, ენა გამეჩერებინა“, როგორც ზოგიერთი ჩემი კოლეგა, რომელიც სიაში არ მოხვედრილა და ზედმეტი მლიქვნელობისგან თავი შემეკავებინაო“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.