ბაკურ ბაკურაძე: 2024 წლის 26 ოქტომბერს ხომ გაასხამთ ამ არჩევნებს, ვეღარასოდეს ხელისუფლებაში ხომ ვერ მობრუნდებით და მინდა გაგახაროთ …

“მოგეხსენებათ, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი მასობრივი ღონისძიებების დამდგმელი რეჟისორი გახლავართ და ორ თვეზე მეტია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე არა ერთი რეგიონალური შეხვედრა ჩავატარეთ. ასევე მოგეხსენებათ, რომ ყველა ეს შეხვედრა იწყება ვიდეორგოლით, რომელიც დამონტაჟებულია თავად ამ შეხვედრების კადრებით, ლიდერების გამოთქმებით და რა თქმა უნდა ხალხის ემოციებით, შეძახილებით და აპლოდისმენტებით. – ამის შესახებ რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინწინ, ზუსტად ისევე როგორც აპრილში, 29 აპრილის 200 000 კაციანი შეხვედრის წინ, ვიღაც საცოდავმა და სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამის გამკეთებელს, ჩაიწერა გახმოვანების აპარატურის ტესტირების დროს გაშვებული ამ ვიდეორგოლის ხმა, მოჭრა ტაშის ადგილი, რომლითაც სრულდება ვიდეორგოლი და გაავრცელა წარწერით – “ქართულ ოცნებას” ტაშები ჩაწერილი აქვსო.
არაფერს დავწერდი ამ უბადრუკობაზე, ისევე როგორც არაფერი დავწერე მაშინ, 29 აპრილის შეკრების შემდეგ, რომ არა ერთი ფაქტი: ეს მარაზმი მაშინაც და ახლაც, გაავრცელეს ჩემმა ნაცნობმა მომღერლებმაც და ჟურნალისტებმაც, რომლებიც პროფესიონალებიბარიან და გადასარევად ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი თავისთავად აბსურდია, მაგრამ არა, ახლა უფრო შორს წავიდნენ და გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვითომ, ზუგდიდში გამართული მრავალათასიანი ღონისძიების შემდეგ, სცენის დემონტაჟისას გადმოვარდა ბიჭი და ….
ახლა ყურადღებით მომისმინეთ!
2024 წლის 26 ოქტომბერს ხომ გაასხამთ ამ არჩევნებს, ვეღარასოდეს ხელისუფლებაში ხომ ვერ მობრუნდებით და მინდა გაგახაროთ: ვერც პერსონალურად ვეღარასოდეს ამოძვრებით იმ ფსკერიდან, რომელსაც ქვემოდან ჩხაპნით უკვე მრავალი წელია!
გმადლობთ ყურადღებისათვის!
წარმოგიდგენთ ღონისძიებების გამხსნელ ვიდეორგოლს “ჩაწერილი ტაშებით”!” – წერს ბაკურ ბაკურაძე.