ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა 1 კვირით იზღუდება

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, მოხდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში და მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა