ბაკურიანში წელს 10.4 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა – როგორ შეიცვალა უძრავი ქონების გასაყიდი ფასი?

2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.0%-იანი კლებაა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ტრანზაქციების უმეტესობა – 65.5% მეორად ბაზარზე დაფიქსირდა.
„ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის 1-ელ კვარტალში ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 კვ.მ. ) მთლიანი გაყიდვების 76.7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 55.7% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან (
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1044 დოლარს გაუტოლდა.
ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.9%- იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებს მიეწერება.