ბაკურიანში უკანონოდ აშენდა სასტუმრო-აპარტამენტები, კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა – დაკავებულია ერთი ბიზნესმენი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და დაკავებულია „კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი. ბრიფინგზე გვარი არ დაუსახელებიათ. თუმცა ამ კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – ვლადიმერ სტეფანიანია.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, უკანონოდ, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ “კრისტალ ჯგუფის” მომხმარებლებს. გამოძიება მიუთითებს “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
“უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა”, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება გრძელდება “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის, სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენისა და “დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით”.
და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით. ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს”.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით