ბაკურიანში საბავშვო ბაღის აშენება 3.7 მილიონი ლარი დაჯდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაკურიანის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “კომერსანტს” აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.7 მილიონი ლარია.
“ახალ საბავშვო ბაღში პროექტით გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის,” – ვკითხულობთ მოწოდებულ პრესრელიზში.