ბაკურიანში მამაკაცის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასაში იპოვეს

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს
“სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ბაკურიანში ზვავი 28 მარტს ჩამოწვა. თოვლის მასაში დღემდე ეძებდნენ ერთ ადამიანს, ხოლო 4 28 მარტს გამოიყვანეს.