ბაკურიანში ზვავში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის სამძებრო სამუშაოები ვერც დღეს გრძელდება

მესამე დღეა, ბაკურიანში ვერ პოულობენ ზვავში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძეს.
ადგილზე რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, უამინდობის გამო სამძებრო სამუშაოები ვერც დღეს, 30 მარტს, განახლდა.
მისივე ცნობით, ძლიერი ქარი -ს სასაზღვრო სამსახურის სამაშველო ვერტმფრენს, რომელიც ბაკურიანში იმყოფება და მობილიზებულია, აფრენის საშუალებას არ აძლევს.
ძლიერი ქარის გარდა, სამუშაოებს ართულებს მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე ტექნიკა ვერ მუშაობს.
48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა.
იგი ადგილობრივი ბიზნესმენი, ბაკურიანში ცნობილი „ამირანის პარკის“ და სასტუმროს მფლობელია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!