რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტი 2024 წლის II კვარტლის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ ბაკურიანში 221 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა.
ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 71.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.0% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).
„ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
გალტ & თაგარტის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და $1,092/მ2-ს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7% იანი ზრდაა