ბაკურიანის სასტუმროები ზაფხულში 80%-ით დატვირთულია – რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ კურორტს?

ბაკურიანი ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 80%-ით დატვირთულია. ამის შესახებ BM.GE-სთან ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Raimond Palace-ის მმართველი კომპანიის „კა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მათი დამსვენებლების დიდი ნაწილი ყაზახი, უზბეკი, ბელარუსი და GCC ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
„ფასები გასული წლის იდენტური დავტოვეთ. ერთი ღამით სტანდარტულ ნომერში განთავსების ღირებულება საუზმით, 140 ლარია“, – აცხადებს ჭიღლაძე.
იმის გათვალისწინებით, რომ გუდაურში აზიელი ტურისტების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მისივე ვარაუდით, მომავალ წელს აზიელი ტურისტების მატება საირმისა და ბაკურიანის სასტუმროებშიც მოსალოდნელია.
„კა ჯგუფის“ დამფუძნებელი კურორტზე არსებულ გამოწვევებსაც ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ გზა გადათხრილია და ზოგადად, ლოგისტიკისა და გამტარუნარიანობის გამოწვევა რეგიონში მოუგვარებელი პრობლემაა.