ბაკალავრიატის საფეხურზე, ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა

2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატის საფეხურზე, ჯამში 121 514 სტუდენტია რეგისტრირებული. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი სტუდენტი – 57 874 სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს.
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტების ჩამონათვალი ასეთია:
სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – 57 874 სტუდენტი, რომელთაგან ყველაზე მეტი – 25 699 სტუდენტი ბიზნესისა და მართვის სპეციალობაზე სწავლობს, ხოლო 15 498 სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებებს ეუფლება, ხოლო 14 378 – სამართალს.
მეცნიერების ფაკულტეტი – 22 133 სტუდენტი სწავლობს, მათგან ყველაზე მეტი – 10 125 კომპიუტერული საქმის სპეციალობას ეუფლება.
ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 14 263 სტუდენტი.
საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – 9 213. აქედან 4 028 ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეზე სწავლობს, ხოლო 4 200 არქიტექტურასა და მშენებლობაზე.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზე 5 663 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან დიდი ნაწილი – 5 443 ჯანდაცვის სპეციალობაზეა.
წყარო:jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ