ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა – ამას ითვალისწინებს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი. ეს ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე აიტვირთა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.
