“ბაიერნში” ტუხელის შეცვლის მთავარი კანდიდატი ცნობილია

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი დაკავებულ თანამდეობას სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.
მიუნხენელებს მის შემცვლელად მთავარ კანდიდატად იულიან ნაგელსმანი ჰყავთ, რომელიც “რეკორდმაისტერს” 2021/23-წლებში ავარჯიშებდა და გუნდიდან მოულოდნელად გააგდეს.
ნაგელსმანი ახლა გერმანიის ნაკრებს წვრთნის და სამშობლოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.