“ბაიერნს” მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა სურს

ბუნდესლიგის 22-ე ტურში “ბაიერნი” სტუმრად “ბოხუმთან” 2:3 დამარცხდა და ლიდერ “ბაიერს” 8 ქულით ჩამორჩება. გერმანული მედიის ცნობით, მიუნხენური გუნდის მწვრთნელის ტომას ტუხელის გადაყენება გადაწყვეტლია და მის ნაცვლად ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურთ.
“ბაიერნი” უკვე დაუკავშირდა ზიდანის წარმომადგენლებს. ზიდანი “რეალის” დატოვების შემდეგ უმუშევარია და ჯერ უცნობია, აქვს თუ არა “რეკორდმაისტერის” ჩაბარების სურვილი.