გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში “ბაიერნი” გასვლაზე “ლევერკუზენთან” 0:3 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ მიუნხენელთა აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეზენმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ გადააყენებენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
ამ წაგებით “რეკორდმაისტერი” ლიდერ “ლევერკუზენს” უკვე 5 ქულით ჩამორჩა და შემდეგ ტურში 18 თებერვალს გასვლაზე “ბოხუმს” დაუპირისპირდება.